Friday, June 29, 2018

დღე 2

საინტერესო,სასიამოვნოდ დაძაბული დღე. ვისწავლე ბუკლეტების შექმნა პროექტების სწავლების ჭრილში. დავინახე პროექტებით სწავლების უპირატესობები ჩვეულებრივ ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით. დღეს პროექტების მოთხოვნებს გავეცანი  და მივხვდი,რომ პროექტის დაგეგმვა რთულია,უნდა განსაზღვრო რა ჭირდება მოსწავლეს,მოვირგოთ მოსწავლის როლი,დავინახოთ მათი საჭიროებები,სწორად დაგეგმილი პროექტი რამდენიმე კარგი გაკვეთილის ტოლფასია.

Thursday, June 28, 2018

დღე 1.
დიდი მოუთმენლობით ველოდი,როდის დაიწყებოდა ინტელის კურსი,რადგან ძალიან ბევრი მსმენია მის შესახებ მასწავლებლებისგან ,ვინც გაიარა ეს კურსი. მაქვს დიდი მოლოდინი.
პირველმა დრემ დამანახა,რომ ეს არის ზუსტად ის,რაც მჭირდებოდა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის  უკეთ წარმართვისთვის. პროექტებით სწავლება -არის სწავლება,რის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე 21-ე საუკუნის სწავლება,რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
დღეს ვისწავლე სასწავლო ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა,შევქმენი საქაღალდეები,რომელიც მუშაობაში დამეხმარება, შევქმენი ბლოგი.