Wednesday, July 18, 2018

დღე 9

დღეს განვახორციელეთ ტრენინგის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება ყველა მიმართულებით.განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი,რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე პროექტ -გაკვეთილის განხორციელება.ტრენინგის განმავლობაში გავიარეთ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც გვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული სწავლების უკეთ გაგებაში,გააზრებაში. მოგვცა საშუალება უკეთ გავუგოთ მოსწავლეებს და დავგეგმოთ და განვახორციელოთ  კვლევაზე დაფუძნებული თანამედროვე გაკვეთილი,რომელიც გაცილებით პრიორიტეტული და საინტერესოა მოსწავლეებისთვის.
უღრმესი მადლობა ტრენერს გვანცა სალიას,რომელმაც დიდი პროფესიონალიზმით და კეთილგანწყობით მოგვხიბლა და შეგვაყვარა  ინტელის კურსი.
მადლობა ჩვენს კოლეგებს,რომელთანაც კარგად ვითანამშრომლეთ  და ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.

Monday, July 16, 2018

დღე 8

 დღეა ვისწავლე,როგორ უნდა გამოვიყენო სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით და როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
განვიხილეთ, კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, პრეზენტაციების, დოკუმენტების, ცხრილების და ვებრესურსების შექმნა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. 

Monday, July 9, 2018

დღე 6

როგორც ყოველთვის,საკმაოდ რენტაბელური დღეა,დატვირთული შინაარსობრივად. ჩავერთეთ შეფასების ფორმების შედგენაში,დავინახეთ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის თანამონაწილეობა შეფასების პროცესში,განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,მოვახდინეთ ურთიერთშეფასება.ძალიან საინტერესოა,დაღლა საერთოდ არ იგრძნობა.მადლობა

Wednesday, July 4, 2018

დღე 4

ვიმუშავეთ მეორე მოდულზე,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი,ვიფიქრე, როგორ გამოვიყენოთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და მეთოდი ჩემს თემაში.განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება,პროგრესის მონიტორინგი,თვითრეგულაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა პროექტის ჭრილში და სხვა. ვიმუშავეთ ერთიანად,გავუზიარეთ აზრები,დავინახეთ ხარვეზები...საკმაოდ ნაყოფიერი დღეა