დღეს განვახორციელეთ ტრენინგის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება ყველა მიმართულებით.განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი,რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე პროექტ -გაკვეთილის განხორციელება.ტრენინგის განმავლობაში გავიარეთ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც გვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული სწავლების უკეთ გაგებაში,გააზრებაში. მოგვცა საშუალება უკეთ გავუგოთ მოსწავლეებს და დავგეგმოთ და განვახორციელოთ კვლევაზე დაფუძნებული თანამედროვე გაკვეთილი,რომელიც გაცილებით პრიორიტეტული და საინტერესოა მოსწავლეებისთვის.
უღრმესი მადლობა ტრენერს გვანცა სალიას,რომელმაც დიდი პროფესიონალიზმით და კეთილგანწყობით მოგვხიბლა და შეგვაყვარა ინტელის კურსი.
მადლობა ჩვენს კოლეგებს,რომელთანაც კარგად ვითანამშრომლეთ და ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.
No comments:
Post a Comment